вторник, 11 мая 2010 г.

ინოვაციურ მასწავლებელთა ფორუმი

ორგანიზატორები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და კორპორაცია Microsoft-ის პროგრამა Partners in Learning.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენს

* სასწავლო პროცესის რეფორმირების ხელშეწყობა, საგაკვეთილო გარემოს გამრავალფეროვნება და ინტერდისციპლინარული და ICT ინტეგრირებული გაკვეთილების წახალისება;
* ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განათლების სფეროში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
* ინოვაციურად/შემოქმედებითად მოაზროვნე მასწავლებლების გამოვლენა-წახალისება;
* მასწავლებელთა შორის საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება და პარტნიორული ქსელების ფორმირების ხელშეწყობა;
* საერთაშორისო გამოცდილებებისა და მიდგომების, ელექტრონული რესურსების,ინსტრუმენტების გაცნობა.

კონკურსი/კონფერენცია გაიმართება ორ სამუშაო სესიად სწავლების დაწყებითი და საბაზო-საშუალო საფეხურების შესაბამისად.


მონაწილეები

საქართველოს სკოლების მასწავლებლები და ინფორმაციული მენეჯერები

რეგისტრაცია

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია რეგისტრაცია
რეგისტრაცია გაგრძელდება 22 მაისამდე.

საკონკურსო პირობები...

Комментариев нет:

Отправить комментарий