пятница, 2 октября 2009 г.

ტრენინგ კურსის აღწერა

მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ცენტრის ინიციატივით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ხორციელდება მასწავლებელთა ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგები - "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში".

კურსის მიზანი
ტრენინგ–კურსის მიზანია საქართევლოს სკოლების მასწავლებლთა კვალიფიკიციის ამაღლება, ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ)ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ის–ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და პრინციპების შესაბამისად.

სამიზნე ჯგუფი
კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლები.

წინა საკვალიფიკაციო მოთხოვნა

იმისათვის რომ, მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღოს კურსში მას უნდა გააჩნდეს შემდეგი კომპეტენციები:
  • ტექსტურ რედაქტორში მუშაობა;
  • ინტერნეტში ძიება;
  • ელ–ფოსტის მოხმარება;

კურსის ხანგრძლივობა

კურსი მოიცავს 4 მოდულს. კურსის სრული ხანგრძლივობაა 13 სამსაათიანი ტრენინგი.

კურსის შედეგები

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე:
  • გააცნობიერებს ისტ–ის გამოყენების მნიშვნელობას თანამადროვე, კონსტრუქტივისტულ –პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში;
  • შეძლებს ისტ–ის გამოყენებას სასწავლო ერთეულის (გაკვეთილი ან თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) ამოცანების შესაბამისად, კერძოდ:
  • ისტ–ის გამოყენება სასწავლო პროცესის დასაგეგმად;
  • ისტ–ის გამოყენება სასწავლო რესურსების მოსამზადებლად
  • სწავლა–სწავლების წარმართვას ისტ–ით გამდიდრებულ სასწავლო გარემოში;
  • მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ–ის საშუალებით;
  • მოსწავლეთა მიერ ისტ–ის გამოყენების საშუალების შეფასებას;
  • შეძლებს ისტ–ის გამოყენებას მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის;
  • შეძლებს მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოებას ისტ–ის გამოყენებით;
  • შეძლებს ისტ–ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში.

სერთიფიცირების პირობები:
  • მინიმუმ 10 ტრენინგ დღეზე დასწრება;
  • მოდულის დასრულების შემდეგ დავალებების წარმოდგენა ელექტორნულ ფორმატში
  • კურსის ბოლოს გამოქვეყნებული ელექრტონული პორტფოლიო.

Комментариев нет:

Отправить комментарий