ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციებს განეკუთვნება მედიაწიგნიერება. ამ კომპეტენციებს შორის მკაცრი საზღვრები არ არსებობს, ისინი ერთმანეთისგან მომდინარეობს და ყალიბდება ნაბიჯ-ნაბიჯ, სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნისა და უნარების შერწყმით. ასევე სხვადასხვა საფეხურზე და სხვადასხვა საგნის სწავლა-სწავლების დროს წარმოიშობა მათი საჭიროებაც. მედიაწიგნიერების მახასიათებლებში აღნიშნულია: „აუცილებელია, მოსწავლემ შეძლოს ... მედიასამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება (ინფორმაციის „გაფილტვრა") და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება. ამ თვალსაზრისით, მედიაწიგნიერება ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას". სრულად>>
Комментариев нет:
Отправить комментарий